დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებს კახა კალაძისა და ანუკის უმცროსი შვილი ნიკოლასი.
უფროსი ვაჟები მშობლების სოციალურ ქსელში იშვიათად ჩნდებიან. როგორც ანუკიმ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, ბიჭებს კამერების წინ პოზირება არ უყვართ, თუმცა ამჯერად ანუკი სწორედ შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს აქვეყნებს. „რამდენ კვირაში გამასწრებს სიმაღლეში?” - წერს ანუკი ბუბუსთან ერთად გადაღებულ ფოტოზე.
მოგვიანებით დიაზინერმა კახაბერთან ერთად გადაღებული სხალისო ვიდეოებიც გამოაქვეყნა: „ღამის სკოლა“, "ჩვენ ეს შევძელით" - წერდა ის. ვიდეოში ჩანს, რომ დედა-შვილი დროს სასიამოვნოდ ატარებს და მათემატიკური თავსატეხების ამოხსნით ერთობა.