ბავშვები

"მადლობა, რომ ამ სასწაული ბავშვის მშობლები გვქვია" - ბუბა მირცხულავას ბიჭი შეეძინა, ნახეთ რა დაარქვა მსახიობმა შვილს

"მადლობა, რომ ამ სასწაული ბავშვის მშობლები გვქვია" - ბუბა მირცხულავას ბიჭი შეეძინა, ნახეთ რა დაარქვა მსახიობმა შვილს
„ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი, ბუბა მირცხულავა მამა გახდა. მას ბიჭი შეეძინა და ზუკა დაარქვეს. სასიხარულო ამბავს თავად ბუბა ავრცელებს და მეუღლეს მადლობას უხდის.

„დაიბადა ზურაბ(ზუკა) მირცხულავა. სოფო ანდღულაძე მიყვარხარ და მადლობა, რომ ამ სასწაული ბავშვის მშობლები გვქვია", - წერს ბუბა მირცხულავა.

ახალგაზრდა მსახიობის ცხოვრება არაერთხელ გახდა მედიისა და საზოგადოების ინტერესის საგანი. 2019 წელს ბუბა მირცხულავამ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ბოლო ურთიერთობამ ბევრი რამ ასწავლა და არ ესმის იმ ადამიანების, რომლებიც სიყვარულს სახელს დაუფიქრებლად, მოკლე დროში არქმევენ.

2020 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა,
რომ ბუბა მირცხულავა დაქორწინდა. მისი რჩეული სოფო ანდღულაძეა. სოფომ „ინსტაგრამზე" გამოაქყვეყნა ფოტოები ხელის მოწერის ცერემონიიდან, რომელიც, პანდემიის პირობებში, მხოლოდ რამდენიმე მეგობრის თანხლებით ჩატარდა.

მოგვიანებით სოციალურ ქსელში ბუბა მირცხულავასა და სოფო ანდღულაძის ქორწილის ამსახველი ულამაზესი ფოტოებიც გავრცელდა. ქორწილი, ხელის მოწერის ცერემონიის მსგავსად, მოკრძალებულ გარემოში, მხოლოდ მეგობრებისა და ახლობლების თანხლებით გაიმართა.

რამდენიმე დღის წინ მსახიობის მეუღლემ საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ის ორსულადაა. წყვილს სასიამოვნო სიახლე უამრავმა ადამიანმა მიულოცა: „სოფი, გილოცავთ, რა მაგარია“, „სოფო, რა საყვარლები ხართ“ - წერენ კომენტარებში.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93