ქრისტინე იმედაძე ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა, მისი პირადი ცხოვრება, ცხოვრების სტილი და კარიერა კი არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. ქრისტინე ოფიციალურად მხოლოდ ერთხელ, ლაშა ჯაკობიაზე იყო დაქორწინებული. მათ ერთი შვილი, ტაისია ჰყავთ.
ტაისიას სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს, რადგან პოპულარული დედის „ინსტაგრამსთორებში“ ხშირად ჩნდება. ქრისტინე და ტაისია საკუთარ ყოველდღიურობას ხშირად უზიარებენ გამომწერებს.
ამჯერად ქრისტინე იმედაძე შვილის მორიგ ვიდეოს აზიარებს, სადაც ტაისია ამბობს, რომ Met Gala-ს წვეულებაზე დემნა გვასალიამ კიმ კარდაშიანს სამოსი ქრისტინეს მიბაძვით შეურჩია: „დემნამ მოგბაძა შენ, კლიპში როგორც ხარ და კიმ კარდაშიანს ეგრე ჩააცვა. მე ძალიან უკმაყოფილო ვარ ამით, რატომ მოგბაძა, დედა?“ - ამბობს ტაისია. ქრისტინე კი პასუხობს, რომ ის ძალიან კმაყოფილია ფაქტით, რომ მისი კლიპი ამ წვეულებამდე ბევრად ადრე გამოვიდა და კიმ კარდაშიანამდე მას პეცვა ასეთი შლემები.