დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებს კახა კალაძისა და ანუკის უმცროსი შვილი ნიკოლასი.
უფროსი ვაჟები მშობლების სოციალურ ქსელში იშვიათად ჩნდებიან. როგორც ანუკიმ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, ბიჭებს კამერების წინ პოზირება არ უყვართ.
თუმცა ამჯერად ანუკი სწორედ შვილებთან, ნიკოლასთან და ვაჩესთან ერთად გადაღებულ სახალისო კადრებს აქვეყნებს. ანუკის ვიდეომ სოციალურ ქსელში უამრავი კომენტარი დაიმსახურა: „ანუკი, რას უშვრები ბავშვებს?!“ „რა საყვარლები ხართ“, „ვაჩე, საოცრება ხარ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.