მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი მეუღლესთან, ნიკოლოზ ნაყოფიასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში ცხოვრობს. ნანუკა გამომწერებს ხშირად უზიარებს ულამაზეს ფოტოებსა და ვიდეოკადრებს და, ასევე, დასმულ კითხვებსაც აქტიურად პასუხობს.
სულ ცოტა ხნის წინ ნანუკა გოგიჩაიშვილი და მისი მეუღლე, ნიკოლოზ ნაყოფია პირველი შვილის, აივი-ნიკოლის მშობლები გახდნენ. გოგონა ამერიკაში დაიბადა. ამჯერად ნანუკა გოგიჩაიშვილი შვილთან ერთად საქართველოს სტუმრობს და ოჯახთან შეხვედრის ემოციურ კადრებს აქვეყნებს.
როგორც აღმოჩნდა, ნანუკას დამ, დედამ და ბებიამ პატარა აივი-ნიკოლთან შესახვედრად სახლი ყვავილებით, ბუშტებითა და საბავშვო დეკორაციებით მორთეს. ემოციურ კადრებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰქვა.