ტელეწამყვან გიორგი გასვიანსა და მომავალ ჟურნალისტ მარიტა მელიქიშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. წყვილმა სულ ცოტა ხნის წინ იქორწინა, ამ ამბავმა კი სოციალურ ქსელში დიდი ინტერესი და აჟიოტაჟი გამოიწვია: „გადაცემაში ერთად რომ გამოვჩნდით, იმ დღიდან მოყოლებული, ამ ამბავში მთელი ქვეყანა ჩაერთო – ვგულისხმობ მილოცვებს სოციალური ქსელით ემიგრანტების, ახლობლების, ნათესავების მხრიდან. ძალიან ბევრისთვის ეს ამბავი მოულოდნელი აღმოჩნდა” - ამბობდა გიორგი ერთ-ერთ ინტერვიუში.
წყვილმა "პრაიმშოუში" სასიამოვნო სიახლე გააცნო საზოგადოებას. როგორც აღმოჩნდა, მარიტა ორსულად არის და ბიჭს ელოდება. მოგვიანებით გიორგიმ მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მარიტას წამოზრდილი მუცელი კარგად ჩანს.
"ყველაზე ბედნიერი მოლოდინი" - დაწერა გიორგიმ და გულშემატკივრებისგან უამრავი დადებითი კომენტარიც დაიმსახურა.
ცნობისთვის, წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 16 წელია. ამის გამო მათ ბევრი აკრიტიკებდა, თუმცა, როგორც გიორგი გასვიანი აღნიშნავს, ეს მათ ურთიერთობას ხელს არ უშლის: „პირად ურთიერთობაში ასაკობრივ ზღვარს ვერ ვგრძნობთ, ტოლები ვართ, მაგრამ რაღაც საკითხებში მაინც არის განსხვავება. მე რომ 18 წლის ვიყავი, არ ვიყავი ისეთი, როგორიც ახლანდელი 18 წლის გოგო-ბიჭები არიან” - განმარტავს ის.