მსახიობი და ტელესახე რუსკა მაყაშვილი სოციალურ ქსელში შვილის, ილიას ვიდეოს აქვეყნებს და მას დაბადების დღეს ულოცავს: „აუღებელი ციხესიმაგრე, ილია ნიჟარაძე დღეს მხოლოდ 4 წლის გახდა და უკვე მსოფლიოში ყველაზე ცელქი, უზნეო, ჰიპერაქტიური და არადამჯერი ბავშვების ხუთეულში შედის! ვგიჟდები, აი, ასეთი რომ არის! სიყვარულის ახსნებს აზრი არ აქვს, ამას რაღაც სხვა ჰქვია! ის კი ერთადერთი და განუმეორებელია! გილოცავ, ჩემო ილია” - წერს რუსკა.
რუსკა მაყაშვილი შვილების, ილიასა და კატოს ფოტოებსა და ვიდეობს ხსირად აქვეყნებს, გამომწერებისგან ყოველთვის უამრავ დადებით კომენტარს იღებს. მშობლების მეგობრებისგან ილიამ ამჯერადაც არაერთი კომპლიმენტი დაიმსახურა: „ვგიჟდები ამ ბიჭზე! ძალიან ბედნიერი, ცელქი, მხიარული და აუღებელი ციხესიმაგრე იყოს მთელი ცხოვრება“, „უნიკალური , უსაყვარლესი ილიას დაბადების დღეს გილოცავ, ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს სულ“, „სულ ენთოს და იციმციმოს ილიას თვალებში ვარსკვლავებმა“, „გილოცავ ამ უსაყვარლესი ვარსკვლავბიჭუნას დაბადების დღეს. ბედნიერ და ლაღ მომავალს ვუსურვებ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.