რუსი ტოპმოდელი, მრავალი თვალსაზრისით, თანამემამულეებისთვის მაგალითია: ირინა მათთვის სილამაზისა და გემოვნების ეტალონია, მაგრამ მშობლის მოვალეობებს, რუსების აზრით, ის სრულყოფილად არ ასრულებს.
გარდა წარმატებული კარიერისა, ირინა შეიკს კიდევ ერთი დიდი პლუსი აქვს - 14-წლიანი კარიერის მანძილზე, მან მოახერხა, შეენარჩუნებინა სუფთა რეპუტაცია. რაც ჩვენი დროის მრავალი ვარსკვლავისთვის მიუწვდომელი ფუფუნებაა. უმეტეს შემთხვევაში, შეიკის ნებისმიერ გამოჩენას საინფორმაციო დღის წესრიგში თან ახლავს კომპლიმენტები მისი ფიგურის, ვიზუალისა და თუ სტილის გამო. ამის პარალელურად კი რუსეთში ატიურად განიხილავენ ირინა შეიკს, როგორც არც ისე კარგ დედას, რომელიც მშობლის მოვალეობებს სრულყოფილად ვერ ასრულებს.
ერთ-ერთ ინტერვიუში ირინამ აღნიშნა, რომ ქალიშვილის, ლეას ის მკაცრად ზრდის. გოგონა ყოველი საუზმის, სადილისა და ვახშმის შემდეგ იხდის მადლობას და მხოლოდ მას შემდეგ დგება მაგიდიდან. რუსი დედები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ირინა შვილს სათანადოდ არ უვლის, რაც გამოიხატება იმაში, რომ ის ცივ ამინდებში ლეას თხლად აცმევს, სასეირნოდ გასვლისას, თავად თბილ სვიტერს იცვამს, ბავშვს კი თხელ კაბას აცვამს... რუსების აღშფოთებას იწვევს ისიც, რომ თოვლში ბავშვი ქუდის გარეშე დადის. აღნიშნავენ იმასაც, რომ ლეა ხშირად დადის ფეხსაცმლის გარეშე იმ გარემოში, რომელიც სავსეა ვირუსებითა და ბაქტერიებით.
კიდევ ერთი დეტალი, რომელიც რუს დედებს აღიზიანებს, არის ის, რომ ლეა იშვიათად დადის ფეხით. ბავშვი უკვე ოთხი წლისაა, თუმცა დედასთან ერთად გამოჩენისას, ის ყოველთვის ეტლშია. ამ მიზეზების გამო ირინა შეიკს ხშირად მოიხსენიებენ უყურადღებო დედად და მის ღია კრიტიკასაც არ ერიდებიან.