მუსიკოს გიგი დედალამაზიშვილის მეუღლე, ფოტოგრაფი მარინა კარპიი სოციალურ ქსელში პედიატრზე წერს, რომლის მიდგომებიც მისთვის ძალიან მიუღებელი აღმოჩნდა:
"ისეთი განერვიულებული ვარ ახლა, ალბათ ავფეთქდები, თუ არ დავწერ. მიიღეთ, როგორც მედიტაცია.
დილით ამ ახალგაზრდასთან ერთად კლინიკაში ვიყავი, სინფლორიქსით მეოთხე რევაქცინაციისთვის (სპოლერი: ქართული და უკრაინული აცრის კალენდრები ერთმანეთს არ ემთხვევა და მეოთე ვაქცინაზე უარი გვითხრეს - აქ მხოლოდ სამჯერ კეთდება). თუმცა საუბარია არა ვაქცინაციაზე, არამედ პედიატრთან გასინჯვაზე, სანამ ვაქცინამდე მიგვიშვებენ (რომელსაც არ მოგვცემენ, მაგრამ ამას მხოლოდ მოგვიანებით იმუნოლოგისგან შევიტყობთ).
მაშ ასე, შევდივართ მე და ნიკუშა კაბინეტში და იწყება დაკითხვა: - რამდენი წლისაა?.. აჰა, ძალიან მაღალია თავისი ასაკისთვის! რას ამბობს? ანუ, არ ლაპარაკობს? მუნჯია?! (დიახ, სიტყვასიტყვით ვციტირებ, რაც თქვა!) თავისით ჭამს? მულტფილმებს უყურებს ჭამის დროს? კატასტროფაა!!!
5 წუთი ვიყავით მის კაბინეტში და ამ წამების დროს (სხვას ვერაფერს დავარქმევ ამას) არ ვიცოდი, სად წავსულიყავი, რომელ კუთხეში შევმალულიყავი, რომ ეს საყვედურები არ მესმინა. - არ ლაპარაკობს? თქვენი ბრალია! არ ჭამს ხორცს? თქვენი ბრალია! არ არის დამჯერი და ექიმის კაბინეტს ბზრიალასავით უვლის გარშემო? არ არის კონცენტრირებული! - და ეს ეხება ბავშვს! 2,8 წლის! თურმე უნდა კონცენტრირდეს დაკითხვებზე, რატომ არის ზედმეტად მაღალი და არ ლაპარაკობს თავისი ასაკის შესაფერისად...
აღელვებული გამოვედი, არა, გამოვიქეცი კლინიკიდან.
გააგრძელეთ კითხვა