ბავშვები

„2-საათიანი ტირილის შემდეგ ოსტატმა დააწყნარა“ - თინათინ წულაძე მამისა და შვილის ვიდეოს აქვეყნებს

ერთი თვის წინ ლევან წულაძისა და მანანა კოზაკოვას ქალიშვილი თინათინ წულაძე პირველი შვილის დედა გახდა. მას და მის მეუღლეს, გიორგი კოტეტიშვილს, ბიჭი შეეძინათ, რომელსაც ანდრო დაარქვეს. ანდროს დაბადებამ არა მხოლოდ მისი მშობლების, არამედ ბებიისა და ბაბუის ცხოვრებაც შეცვალა:

„ძალიან ვნერვიულობ, მეშინია, ახლოს ვერ ვეკარები ჯერ. მგონია, რომ რაღაცას გავაფუჭებ... სულ რამდენიმეჯერ დამაწვინეს გულზე. ახლა ვხვდები, რომ მე თინათინი არ გამიზრდია, როცა ვუყურებ, რამდენი ყურადღება სჭირდება ბავშვს. განსაკუთრებით, თინათინის მეუღლეს რომ ვუყურებ, მრცხვენია. სულ ერთად არიან
და მიდის ერთი ამბავი. მე მორიდებული დამკვირვებლის როლში ვარ“ - ამბობდა ლევან წულაძე.



ამჯერად თინათინ წულაძე „ინსტაგრამზე“ მამის, ლევან წულაძისა და პატარა ანდროს ვიდეოს აქვეყნებს: „2-საათიანი ტირილის შემდეგ ოსტატმა დააწყნარა“ - წერს ის. როგორც ჩანს, ბაბუა აქტიურადაა ჩართული ანდროს აღზრდის პროცესში და, მიუხედავად შიშისა, მის დამშვიდებასაც მშვენივრად ახერხებს.





FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93