ბავშვები

„მეგონა, რომ კენჭი მქონდა“ - გოგო, რომელმაც ორსულობის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგო, რაც მშობიარობა დაეწყო

„მეგონა, რომ კენჭი მქონდა“ - გოგო, რომელმაც ორსულობის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგო, რაც მშობიარობა დაეწყო
გამთენიისას საავადმყოფოში ახალგაზრდა ქალი მუცლის მწვავე ტკივილით შეიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შემთხვევები ხშირია, მხოლოდ გამოცდილი ექიმი მიხვდა, რომ გოგო ორსულად იყო და მშობიარობა უკვე იწყებოდა.

ბოლო თვეების განმავლობაში ლიზას არანაირი ცვლილება არ განუცდია. ის ჩვეულებრივად ცხოვრობდა, არც წონაში მოუმატია, არც მისი მენსტრუალური ციკლი შეწყვეტილა. ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღებასაც ძველებურად აგრძელებდა. ერთ ღამეს კი გაუსაძლისი ტკივილი დაეწყო და იძულებული გახდა, სასწრაფოში დაერეკა. დარწმუნებული იყო, რომ ეს ტკივილი თირკმელში კენჭების არსებობით იყო გამოწვეული.



როცა ის ექიმმა
გასინჯა, უთხრა, რომ საშვილოსნოს ყელი უკვე 8 სანტიმეტრით იყო გახსნილი. მშობიარობა ბუნებრივი გზით გადაწყდა. პროცესი რთული და რისკიანი იყო, თუმცა ყველაფერმა კარგად ჩაიარა და დაიბადა გოგო, 2.9 კილოგრამი. ახლა ბავშვი უკვე ორი წლისაა.

ექიმები განმარტავენ, რომ ფარული ორსულობის დადგენა ნებისმიერი გზით რთულია, თუმცა იმაზე ხშირად ხდება, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია. მისი იდენტიფიცირება უფრო ხშირად უშუალოდ მშობიარობის დაწყების დროს ხერხდება. ლატენტური ორსულობის შემთხვევაში მუცელი არ იზრდება, არ ვლინდება ორსულობისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები, მაგალითად, ხასიათის ცვლილება, დაღლილობა და სხვ. ჰორმონების ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს რეგულარული სისხლდენა, რაც მენსტრუაციას ჰგავს. ასე რომ, ეჭვის გაჩენა ფარული ორსულობის შესახებ ხშირად წარმოუდგენელიც კია.




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93