თამუნა მუსერიძისა და სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძის წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. თამუნა ტელეწამყვანია და წლების განმავლობაში ხშირად ჩანდა ტელეეკრანებზე, სულ ცოტა ხნის წინ ეთერში მისი საავტორო გადაცემა „ვეძებ“ გავიდა, რომლის საშუალებითაც დაკარგული, გაყიდული ან გაშვილებული ადამიანები ოჯახის წევრების პოვნას ცდილობენ. სანდრო კი პროფესიით მსახიობია და არაერთ ცნობილ სპექტაკლსა და ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.
სანდროსა და თამუნას ურთიერთობის შესახებ ცნობილი 2015 წელს გახდა. ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში დაშორებულები იყვნენ, თუმცა, საბოლოოდ, შერიგდნენ და დღეს ბედნიერი ოჯახი აქვთ. მათ ორი საერთო შვილი, ანიკა და მარიანა ჰყავთ.
ამჯერად თამუნა მუსერიძე სწორედ ქმართან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს. „მერვე წელი დაიწყო“ - წერს ის ქორწილის ფოტოზე.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>