მოსკოვში მცხოვრები ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში, სადაც საკუთარ ყოველდღიურობას, პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად აზიარებს.
ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ქეთა თოფურიას შვილი ოლივია გეიხმანი. გამომწერების თქმით, ის ძალიან ჰგავს პოპულარულ დედას არა მხოლოდ გარეგნობით, არამედ არტისტულობითაც. ქეთა ამჯერად სწორედ ოლივიასთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ისინი თავისუფალ დროს მხიარულად და სასიამოვნოდ ატარებენ.