მომღერალი ნინი შერმადინი საზოგადოებისთვის ცნობილი წლების წინ გახდა, როცა ის მონაწილეობას არაერთ პოპულარულ მუსიკალურ შოუში იღებდა. მას შემდეგ ნინის კარიერა თუ პირადი ცხოვრება მუდმივად ინტერესის საგანს წარმოადგენს.
ნინი უკვე 8 წელია, ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. ის ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელია და, პარალელურად, მუსიკისთვისაც ხშირად იცლის. გასულ წელს მან სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა და დაწერა, რომ ჯერ მამა, რამდენიმე თვის შემდეგ კი დედა გარდაეცვალა: „როგორ მენატრებით... ასე როგორ დამტოვეთ ორივემ, აბა, ნინიკოს ვჭირდებითო? ვიცინი კიდეც, ვაგრძელებ ცხოვრებას, მაგრამ გული მიტირის... ჯერ ძალიან ადრე იყო დაობლებისთვის... ძალიან ცარიელია სამყარო თქვენ გარეშე..." - წერდა მომღერალი.
მოგვიანებით ნინიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი შვილი, მარიამ ციცაგი, რომელიც საქართველოში, ბებიასთან და ბაბუსთან იზრდებოდა, ამერიკაში მიემგზავრებოდა: „ჩვენ ეს შევძელით! მადლობა ყველას, ვინც დამეხმარა, ჩემი შვილი ამერიკაში წამომეყვანა“ - წერდა ნინი. ამჯერად კი მომღერალი შვილთან ერთად გადაღებულ სახალისო ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ ამერიკაში უკვე ძალიან აცივდა. როგორც ჩანს, დედა-შვილი არც საცობში დგომის დროს იწყენს და დროს ერთად მხიარულად ატარებს.