ინფლუენსერების, „იკანათიას“ წყვილს სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ. ისინი ბევრისთვის საყვარელი „იუთუბერებიც“ არიან და მათ ვიდეოებს ყოველთვის უამრავი ნახვა აქვს. წყვილი საერთო „ინსტაგრამის“ საშუალებით გამომწერებს საკუთარ ყოველდღიურობას ხშირად უზიარებს და სასიამოვნო სიახლეებსაც პირველად სწორედ მათ აცნობს. განსაკუთრებულ ყურადღებას მათი შვილის, ნიცას ფოტოები იმსახურებს.
ამჯერად წყვილი გამომწერებს ახალ ვიდეოს აუზიარებს და წერს, რომ ისინი მალე მეორე შვილის მშობლები გახდებიან: „არ ვიცი, რა ვთქვა. იმდენად ბედნიერი და გახარებული ვარ, მინდა, ყველას გავაგებინო ჩემს გულში ახლა რაც ხდება. დღეს ემოციებისგან ისე დავიცალე, სიტყვებს ვერ ვპოულობ გადმოსაცემად. მიყვარს ჩვენი სიყვარული, ჩვენი ურთიერთობა, ჩვენი ოჯახი, რომელსაც მეორე პაწაწინა შეემატება სულ მალე” - წერს „იკანათია.