დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად უზიარებს გამომწერებს სხვადასხვა ოჯახურ კადრს. განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებს ანუკის უმცროსი შვილის, ნიკოლასის ვიდეოები. მისი ჩაცმულობა და საუბრის მანერა ხშირად დიდ მოწონებასა და დადებით შეფასებებს იღებს.
როგორც ჩანს, ნიკოლასი ძილის წინ დროს მშობლებთან ერთად მხიარულად ატარებს, ოჯახურ კადრებს კი სოციალურ ქსელში კახა კალაძე აქვეყნებს: „მე ვერ მოვერევი მგელს, იმიტომ, რომ არაფერი მიჭამია და პატარა ვარ... შენ მოერევი?“ - ამბობს ნიკოლასი ვიდეოში.