ივნისში ცნობილი გახდა, რომ მომღერალმა დათო ხუჯაძემ რჩეულზე, ეკა დალაქიშვილზე იქორწინა. როგორც დათო ხუჯაძე ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, მის მეუღლეს საინტერესო პროფესია აქვს, ეკამ საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი დაამთავრა, ლოტბარია, თუმცა ამ პროფესიით არასდროს უმუშავია. მათ ერთმანეთი აეროპორტში გაიცნეს და მალევე იქორწინეს, კადრებმა წყვილის ქორწილიდან კი სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა.
წყვილს რამდენიმე დღის წინ პირველი შვილი შეეძინა. მათ გოგონას ილა დაარქვეს. დათომ და ეკამ სოციალურ ქსელში არაერთი მილოცვა მიიღეს. პატარა ილამ მშობლების მეგობრებისგან უამრავი კეთილი სურვილი დაიმსახურა.