ანუკი არეშიძისა და კახი კალაძის წყვილი უკვე წლებია, აქტუალობას არ კარგავს. მათი ურთიერთობა, ოჯახი და შვილები საზოგადოების მხრიდან ყოველთვის დიდ ყურადღებასა და სიყვარულს იმსახურებს. „მაშინ ვიყავი 18 წლის. კახა ჩემზე 11 წლით დიდია. მაშინ შევხვდით ერთმანეთს და უბრალოდ გავიცანით. მერე, როგორც მითხრა, პირდაპირი ჩართვა მქონდა და მაშინ ვუნახივარ. მერე მითხრა, რომ შეგხვდი, მაშინ გამახსენდა, რომ ის გოგო იყავი, რომელიც მომეწონაო. ყველაფერი ძალიან ნელა დაიწყო და განვითარდა ძალიან სწრაფად. 6 თვეში შევქმენით ოჯახი” - ამბობდა ანუკი ერთ-ერთ ინტერვიუში. წყვილს ოთხი შვილი, ლევანი, კახაბერი, ვაჩე და ნიკოლასი ჰყავს.
ამჯერად ანუკი არეშიძე ვაჩეს ფოტოებს აქვეყნებს და მას დაბადების დღეს ულოცავს: „ჩემი ფავორიტი ვაჩე 8 წლის“ - წერს დიზაინერი „ინსტაგრამზე“.