ცნობილი საოპერო მომღერლის, ნინო სურგულაძის ტყუპი - ქალ-ვაჟი, უკვე ერთი წლის არის. პატარა ნატალიასა და ზაქარიაზე დედა სოციალურ ქსელში საკმაოდ ხშირად წერს და ფოტო და ვიდეომასალასაც აქვეყნებს. ამჯერად კი მან პატარა ნატალიას ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ რა რეაქცია ჰქონდა გოგონას მოცარტის პირველად მოსმენის დროს. ვიდეომ სოციალურ ქსელში მალევე მოიპოვა პოპულარობა და უამრავი კომენტარი დაიმსახურა. ნინო სურგულაძის გამომწერები წერენ იმასაც, რომ ნატალია უკვე დედასავით ნიჭიერია.