ნანუკა ჟორჟოლიანს საქართველოში ბევრი იცნობს. ის უკვე წლებია, რაც ტელეეკრანებზე აქტიურად ჩანს და სოციალურ ქსელშიც ხშირად აზიარებს საკუთარ ფოტოებს. ნანუკა არც პირად ცხოვრებასა და საკუთარ პრობლემებზე ღიად საუბარს ერიდება და გულშემატკივრების მხრიდან ყოველთვის დიდ მხარდაჭერას იღებს.
ამჯერად ნანუკა ჟორჟოლიანი შვილის, საბა კოდუას ფოტოებს აქვეყნებს: „ახალი სტილი, ახალი ცხოვრება“ - წერს ის კადრებზე, სადაც ჩანს, რომ საბამ თმა ქერად შეიღება.