ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი სოციალურ ქსელში შვილის, მაშოს ფოტოებს აქვეყნებს და მას დაბადების დღეს ულოცავს: “ჩემი ყველაფერი ხარ, დე, გილოცავ. უბედნიერესი იყავი“ - წერს სალომე. გამომწერები აღნიშნავენ, რომ მაშო ძალიან ჰგავს დედას: „სალომე, შენი ასლია“, „რა საოცარი მსგავსებაა“, „ულამაზესი მაშო“ - წერენ კომენტარებში.
სალომე გოგიაშვილის მეუღლე ბიზნესმენი ვახო ნიკოლაიშვილია. წყვილს ათწლიანი თანაცხოვრება აკავშირებს და ორი საერთო შვილი ჰყავს: „წინა ქორწინებებიდან ორი შვილი მყავს. ვახოსაც წინა ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. საერთო შვილები კი - ირაკლი და დუდა გვყავს. სულ 6 შვილის მშობლები ვართ” - ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში.