ჟურნალისტი ნუცა ქავთარაძე და მსახიობი აჩიკო სოლოღაშვილი მშობლები გასულ წელს გახდნენ. მსახიობი და ტელეწამყვანი აჩიკო სოლოღაშვილი და ასევე ტელეწამყვანი ნუცა ქავთარაძე მარიჯანის ქუჩაზე პატარა სანისთან და ოთხფეხა მეგობართან, ლილიკოსთან ერთად ცხოვრობენ.
ნუცა და აჩიკო ხშირად აქვეყნებენ პატარა სანის ფოტოებსა და ვიდეოებს და ყოველთვის დიდ სიყვარულს იმსახურებენ.
პატარა სანი მშობლებსა და მათ მეგობრებთან ერთად დიდ დროს ატარებს და ხშირად მათ სამსახურშიც კი სტუმრობს.
ამჯერად ნუცა ალექსანდრეს ახალ ფოტოებს აუზიდან და მანქანიდან აქვეყნებს.