ბავშვები

"ძალიან რთულია ამ დროს ქალად ყოფნა, რადგან საერთოდ ვერავინ ვერ გიგებს... ძალიან ცუდად ვიყავი და ექიმის ჩარევა დამჭირდა" - რუსკა მაყაშვილი

"ძალიან რთულია ამ დროს ქალად ყოფნა, რადგან საერთოდ ვერავინ ვერ გიგებს... ძალიან ცუდად ვიყავი და ექიმის ჩარევა დამჭირდა" - რუსკა მაყაშვილი
მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი საუბრობს, თუ როგორ გადაიტანა მშობიარობის შემდგომი დეპრესია და რამდენად რთულია ქალისთვის ამ პერიოდთან გამკლავება:

„პირველ ბავშვზე 1 კვირიანი მარტივი შესვენება მქონდა, ვიცოდი რა იყო ეს და ამოცანა მქონდა, რომ მსგავსი დეპრესია მე არ დამემართებოდა. კატო რომ გავაჩინე, სამწუხაროდ, ღრმა დეპრესიაში გადამივიდა. საკმაოდ მძიმედ ვიყავი, სადღაც 3-4 თვე ვიყავი ძალიან ცუდად, შემდეგ რა თქმა უნდა ჩავრიეთ უკვე ექიმი, იმიტომ, რომ ამის მარტო გამკლავება რთული იყო, იმასაც ვერ ვხვდებოდი, რომ ექიმი მჭირდებოდა.

მე ვერ მივხვდი, რომ დახმარება მჭირდებოდა, ჩემმა ოჯახის წევრებმა მომაწოდეს ეს ინფორმაცია. ძალიან რთულია ამ დროს ქალად ყოფნა, რადგან საერთოდ ვერავინ ვერ გიგებს, რა გადაიტანე და რა ცვლილებები მიდის შენში. შეიძლება ყურადღებამ გაგაღიზიანოს, შეიძლება უყურადღებობამ და ოჯახის წევრების სწორი კუთხით გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია“ - თქვა რუსკამ.



„რა საოცარი ბავშვია, ყველასგან განსხვავებული“ - ნინუცა მაყაშვილი დისშვილის, უსაყვარლესი კატოს ფოტოებს აქვეყნებს

„ისე ცუდად ვიყავი, თავზარი რომ დაგეცემა ადამიანს... სანდრო ჩემ გვერდით იყო, ცდილობდა, შეემსუბუქებინა, მაგრამ ვერავინ მშველოდა... ახლაც ვმკურნალობ“ - რუსკა მაყაშვილი

„მახსოვს, სულ ველოდებოდი, აი, დღეს მოვა ან ხვალ, ან ზეგ... ნინუცა რომ მშობიარობდა, მაშინ მოვიდა და ბევრი ვილაპარაკეთ... ვაპატიე“ - რუსკა მაყაშვილი მამასთან ურთიერთობის დეტალებს იხსენებს

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93