ბოლო ზარი საქართველოს სკოლებში უკვე დაირეკა. სკოლის დამთავრება ყველა ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპია და ამ დღისთვის მშობელიც და შვილიც განსაკუთრებულად ემზადება. წელს სკოლა არაერთი ცნობილი ადამიანის შვილმა დაამთავრა. იყვნენ ისეთი ცნობილებიც, რომლებმაც სკოლა წელს დაამთავრეს.
გიგი უგულავას ქალიშვილმა სკოლა წელს დაამთავრა. მას ბოლო ზარზე მამა ახლდა თან. თინა გიგი უგულავას პირველი ქორწინებიდან ჰყავს.
"ჩემმა თინამ სკოლა დაამთავრა. მალე 18-ის გახდება, მაგრამ ღიმილი მაინც ბავშვური აქვს" - დაწერა უგულავამ "ფეისბუქზე" და ბოლო ზარიდან ფოტოებიც გამოაქვეყნა.
წელს დაამთავრეს სკოლა კომპოზიტორ მაიკო კაჭკაჭიშვილისა და ლევან ლაზარიშვილის ტყუპებმა. ბოლო ზარზე წასასვლელად გამზადებული ლაზარიშვილების ფოტოს მაიკო კაჭკაჭიშვილი "ფეისბუქზე" ავრცელებს და წერს: "არ მჯერა ამხელა დედა რომ ვარ"...გაგრძელება