მსახიობი და ტელეწამყვანი ანკა ვასაძე მეორედ გახდა დედა. მისი პირველი შვილი, ნიკოლოზი, დის დაბადებას მოუთმენლად ელოდებოდა: „ნიკოლოზიც მთხოვდა, ბავშვი გამეჩინა და ვფიქრობ, პატარა მისთვის ყველაზე ძვირფასი იქნება. რაც წლები გადის, ვხვდები, როგორი მნიშვნელოვანია, რამხელა იმედი და ბედნიერებაა, როცა იცი, რომ მარტო არ ხარ და ყველაზე ახლობელი გყავს დის ან ძმის სახით“ - ამბობდა ანკა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ანკა ორსულობის პერიოდში განსაკუთრებით აქტიური იყო. მისმა ულამაზესმა ფოტოებმა გამომწერების მხრიდან დიდი გამოხმაურება და მოწონებაც დაიმსახურა. როგორც თავად მსახიობი ამბობდა, მას რთული ორსულობა არ ჰქონია, არც ზედმეტ კილოგრამებს შეუწუხებია.
მსახიობმა შვილს ანასტასია დაარქვა, რამდენიმე დღის წინ კი მისი დაბადების დღე ოჯახურ გარემოში აღნიშნა და ახალი ფოტოები „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა.
ანკა ვასაძემ ახალშობილი ქალიშვილი მონათლა - ნახეთ კადრები ანასტასიას ნათლობიდან
„12 წელი ერთად“ - ანკა ვასაძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
„ასე მალე ფორმაში ჩადგომა არის გმირობა“ - ანკა ვასაძის ახალი ფოტოები მშობიარობის შემდეგ