პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა შვილის, ლილიბეტის პირველი ფოტოები გაასაჯაროეს. სასექსის ყოფილი ჰერცოგინია ოჯახურ გარემოში გადაღებულ ფოტოებს ხშირად უზიარებდა გულშემატკივრებს, თუმცა ქალიშვილის სახეს საჯაროდ არ აჩენდა.
ცოტა ხნის წინ მეგანი და ჰარი დედოფლის იუბილეზე იმყოფებოდნენ. წყვილი ბრიტანეთში შვილებთან ერთად დაბრუნდა. დედოფლის იუბილეზე ელიზაბეტ მეორე შვილიშვილს, ლილიბეტს, პირველად შეხვდა. მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ უმცროს შვილს სახელი სწორედ მისი დიდი ბებიის პატივსაცემად შეურჩიეს.