თინა კანდელაკი სოციალურ ქსელში საკუთარ შვილს მიმართავს და წერს, რომ ყოველთვის სურდა გიტარაზე დაკვრა. ამიტომ ბედნიერია, რომ მისი ოცნება შვილმა აისრულა.
"როცა შვილი დედაზე ბევრად ნიჭიერია! მთელი ცხოვრება მინდოდა, გიტარაზე დამეკრა და მემღერა. ლეო გიტარაზე, უკულელზე და დასარტყამ ინსტრუმენტებზე ბავშვობიდან უკრავს..." - წერს თინა.
ლეონტი, რომლის ფოტოებს და ვიდეოებსაც თინა ხშირად აქვეყნებს, რუსული პუბლიკისთვის ჯორჯ მაიკლის სახელით არის ცნობილი.