კემბრიჯის ჰერცოგისა და ჰერცოგინიასთვის ტკბილ ტრადიციად იქცა შვილების დაბადების დღის აღნიშვნა ახალი სამეფო ფოტოებით. რიგში შემდეგი პრინცი ჯორჯია, რომელიც 22 ივლისს 9 წლის გახდა და ტაბლოიდები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ის არაჩვეულებრივად გამოიყურება.
ფოტოზე, რომელიც მოყვარულმა ფოტოგრაფმა ქეით მიდლტონმა გადაიღო, როდესაც ოჯახი დიდ ბრიტანეთში ისვენებდა, ჯორჯმა თავისი საფირმო ღიმილით გაუღიმა დედას.
როგორ აღნიშნავს სამეფო ოჯახი პრინცის დაბადების დღეს? როგორც ქეითი ამბობს, ის ტკბილეულისა და ნამცხვრების მომზადებას თავად აპირებს, მისი შვილები კი ოჯახურ გარემოში იმხიარულებენ.