სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შეფ ლევან კობიაშვილი და მისი მეუღლე ნინა ილურიძე გოგონას მშობლები გახდნენ. პატარა, რომელსაც ელენე დაარქვეს, ჩაჩავას კლინიკაში დაიბადა. კლინიკამ კი ახალშობილის პირველი ფოტო გამოაქვეყნა: „ვულოცავთ შეფ ლევანს და მის მეუღლეს პატარა ელენეს დაბადებას” - წერია ფოტოზე.