რუსკა მაყაშვილმა მეორე შვილის, კატოს გაჩენის შემდეგ არსებული სირთულეების შესახებ ისაუბრა:
„კატოს გაჩენამდეც რთული პერიოდი იყო, რადგან ილიასაც უნდოდა მუცელში დაბრუნება. ყველაფერი გაკეთებული მაქვს და არაფერი ჭრის ილიაზე. კატო რომ გამოგვყავდა სამშობიაროდან, ილიას „საჩუქრები მიუტანა“. თავიდანვე ვთქვით, რომ ის არის პირველი, ერთადერთი და განუმეორებელი, რა ვქნათ, კატო გაჩნდა და მასაც უნდა მოვუაროთ. პირველი დღეები ნორმალურად იყო, მაგრამ რაც უფრო იზრდება კატო, მით უფრო ეჭვიანობს. არ ვამბობ, რომ მე და სანდრო იდეალური მშობლები ვართ, მაგრამ ილიასთვის ყურადღება არ მოგვიკლია, გრძნობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. მაინც ძალიან ეჭვიანობს. კატო უკვე ძალიან უყვარს და ამას ვგრძნობთ, მაგრამ თითქოს მას აქვს მხოლოდ მოფერებისა თუ დარტყმის უფლება. სხვა ვინმე თუ გაუბრაზდება კატოს, ძალიან ბრაზდება – „კატოს თავი დაანებეთ, ჩემია“. თავად ძალიან აწვალებს. კატო შეგუებულია თავის ბედს შეძლებისდაგვარად, იცის, რომ ძმა ჰყავს, რომელიც ღრიალებს, დარბის, დახტის, ურახუნებს“- ამბობს რუსკა მაყაშვილი.