ტელეკომპანია „იმედის” გადაცემა “ჩვენი შოუს” ეთერში წამყვანმა გია ბაღაშვილმა შვილებთან ერთად სიმღერა „რა დილა თენდება“ შეასრულა. გადაცემის ეთერში გასვლის დროს, 29 ოქტომბერს, გია ბაღაშვილი იუბილარი იყო. მან სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა და კომპლიმენტი მიიღო: „საუკეთესო მამა და შვილები“, „გილოცავთ, ნიჭიერი და დახატული პრინცესები არაჩვეულებრივ და საუკეთესო მამიკოსთან“ - წერენ კომენტარებში.