საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი მეუღლე მაკა ჩიჩუა შვილებთან ერთად დუშეთში ცხოვრობენ. წყვილი სამეურნეო საქმიანობითაცაა დაკავებული და, როგორც თავად არაერთ ინტერვიუში აღნიშნავენ, ცხოვრება ქალაქისგან მოშორებით უფრო მშვიდი და სასიამოვნოა.
ამჯერად მაკა ჩიჩუამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ სეირნობს ოჯახი ცხენებით. კადრებს დიდი გამოხმაურება და უამრავი დადებითი შეფასება მოჰყვა: „აი, ეს არის სიმდიდრე და ბედნიერება“, „ნამდვილი ქართული ოჯახი“, „ძალიან ლამაზები ხართ ერთად“ - წერენ კომენტარებში.