ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის შვილი ბერუკა 3 წლის გახდა. მშობლებმა მას ულამაზესი წვეულება მოუწყვეს, რომელიც სავსე იყო ფერადი დეკორაციებით, სადღესასწაულო ტორტითა და ანიმაციური გმირებით. „გილოცავთ, ჩვენო ბერუკა, იმაზე მეტად გვაბედნიერებ, ვიდრე წარმოვიდგენდით“ - წერს ბერა ივანიშვილი "ინსტაგრამზე" და ვიდეოს აქვეყნებს.
ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე საცხოვრებლად ჯერ კორეაში გადავიდნენ, ახლა კი ბრაზილიაში იმყოფებიან. წყვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამოირჩევა, თუმცა ცოტა ხნის წინ მათ გულშემატკივრებს ახარეს, რომ მალე მეორე შვილის მშობლები გახდებიან.