მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად აქვეყნებს როგორც საკუთარ, ისე შვილის, ელის-მარიას ფოტოებსა და ვიდეოებს. უსაყვარლესი ალისა საზოგადოებაში უკვე პოპულარულია და ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. ამჯერად სოფო ნიჟარაძე სწორედ შვილის ვიდეოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ელის-მარია ბალერინას ფორმაშია გამოწყობილი და ცდილობს, ბალეტი იცეკვოს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.