"გილოცავთ ახალ 2023 წელს! ბედნიერებით, სიხარულით, სიყვარულით სავსე წელი გვქონოდეს" - წერს სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში და ქალიშვილთან, ელის-მარია სააკაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. დედა-შვილმა მეგობრებისა და გულშემატკივრებისგან უამრავი თბილი კომენტარი და მილოცვა მიიღო.