კანფეტი, რომელიც ბავშვს ყელის ტკივილს მოუხსნის - ტკბილი და სასარგებლო წამალი კონსერვანტებისა და საღებავების გარეშე

კანფეტი, რომელიც ბავშვს ყელის ტკივილს მოუხსნის - ტკბილი და სასარგებლო წამალი კონსერვანტებისა და საღებავების გარეშე
დღეში 3-4 კანფეტი თქვენს ბავშვს სრულიად გაათავისუფლებს ყელის ტკივილისგან და რაც მთავარია, იგი კონსერვანტებისა და საღებავების გარეშე იქნება მომზადებული.

დაგჭირდებათ:

250-300 გრამი თაფლი
1 ჩაის კოვზი ჯანჯაფილი.


ეს ორი ინგრედიენტი ერთმანეთში გადაურიეთ, დადგით დაბალ ცეცხლზე და 1,5-2 საათის განმავლობაში ადუღეთ. მუდმივად ურიეთ, რომ არ მიიკრას ან აგიქაფდეთ.

წყლიან ჭიქაში ჩააწვეთეთ ერთი წვეთი სიროფი. თუ წვეთი მომენტალურად გამკვრივდა, მასა სილიკონის ფორმებში ჩაასხით, რომელსაც წინასწარ ზეთს წაუსვამთ, რომ კანფეტები მარტივად ამოიღოთ.

ფორმაში ჩამოსხმამდე, სიროფში შეგიძლიათ 1-2 ჩაის
კოვზი ლიმონის წვენი ჩაასხათ, რაც კანფეტს უფრო არომატულს გახდის.

შეგიძლიათ ბავშვობა გაიხსენოთ და კანფეტებს მამალოს ფორმა მისცეთ, ჯოხებად კი წვეტმოტეხილი კბილის საჩიჩქნი ჩხირი გამოიყენოთ.

თუ თქვენს შვილს თაფლზე ალერგია აქვს, შეგიძლიათ კანფეტი შაქრისა და წყლის ნარევით მოამზადოთ.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 11 /
Tekla
Sisulelea tafls tu adugeb tanac magdenxans sasargeblo tviseba racaqvs kargavs
14:56 / 11-01-2018
გამოხმაურება / 0 /
თეა
მე პესოკით და წყლით ვაკეთებდი.ორ ჭიქა პესოკზე ერთი შიქა წყალი და ძმრის ესენცია ერთი ჩაის კოვზი,უნდა იდუღოს დიდხანს სანამ არ დაიწყებს ქაფის გამოყოფას,და ფერის შეცვლას დანარჩენი კი იგივე წესით გასაციებლად სუიგრილეში დადეთ.
17:25 / 22-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93