დღეში 3-4 კანფეტი თქვენს ბავშვს სრულიად გაათავისუფლებს ყელის ტკივილისგან და რაც მთავარია, იგი კონსერვანტებისა და საღებავების გარეშე იქნება მომზადებული.
დაგჭირდებათ:
250-300 გრამი თაფლი
1 ჩაის კოვზი ჯანჯაფილი.
ეს ორი ინგრედიენტი ერთმანეთში გადაურიეთ, დადგით დაბალ ცეცხლზე და 1,5-2 საათის განმავლობაში ადუღეთ. მუდმივად ურიეთ, რომ არ მიიკრას ან აგიქაფდეთ.
წყლიან ჭიქაში ჩააწვეთეთ ერთი წვეთი სიროფი. თუ წვეთი მომენტალურად გამკვრივდა, მასა სილიკონის ფორმებში ჩაასხით, რომელსაც წინასწარ ზეთს წაუსვამთ, რომ კანფეტები მარტივად ამოიღოთ.
ფორმაში ჩამოსხმამდე, სიროფში შეგიძლიათ 1-2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი ჩაასხათ, რაც კანფეტს უფრო არომატულს გახდის.
შეგიძლიათ ბავშვობა გაიხსენოთ და კანფეტებს მამალოს ფორმა მისცეთ, ჯოხებად კი წვეტმოტეხილი კბილის საჩიჩქნი ჩხირი გამოიყენოთ.
თუ თქვენს შვილს თაფლზე ალერგია აქვს, შეგიძლიათ კანფეტი შაქრისა და წყლის ნარევით მოამზადოთ.
<div class="apester-media" height="455" data-media-id="5a041182aec5e9000103f0e4"></div>
<script src="https://static.apester.com/js/sdk/v2.0/apester-javascript-sdk.min.js"></script>