შეიძლება თუ არა ნათლიობაზე უარის თქმა და რა უნდა აჩუქოს ნათლიამ ნათლულს?
შეიძლება თუ არა ნათლიობაზე უარის თქმა და რა უნდა აჩუქოს ნათლიამ ნათლულს?
ყველა ქრისტიანულ ოჯახში ნათლობის პროცესი დიდ სამზადისთან არის დაკავშირებული. ჯერ ნათლიას (ან ნათლიებს) ვირჩევთ.

სამწუხაროდ, ეს არჩევანი ზოგჯერ მომავალი ნათლიის საზოგადოებრივი ან ფინანსური მდგომარეობით არის განპირობებული... შემდეგ წვეულების ორგანიზება იწყება... თავად ნათლიასაც ბევრი საზრუნავი აქვს: ოქროს ჯვარი, საჩუქრები... თუ ფინანსური მდგომარეობა ხელს არ უწყობს, მაინც იჭირვებს, რადგან ფიქრობს, რომ "ნათლიობაზე უარის თქმა არ შეიძლება".

სინამდვილეში როგორია ქრისტიანული წესი, როგორ უნდა შევარჩიოთ ნათლია, როდის უნდა დავთანხმდეთ ნათლიობაზე და რა უნდა აჩუქოს ნათლიამ ნათლულს. ამ საკითხებზე წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის
წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია) გვესაუბრება:

- როგორი ადამიანი უნდა ავირჩიოთ ნათლიად?

- ნათლიის არჩევისას უმთავრესი და გადამწყვეტი პირობა მისი ეკლესიურობა, რელიგიური ცნობიერება, საღმრთო საკითხებისადმი წვდომა უნდა იყოს. როდესაც იურიდიული საკითხები გვაქვს მოსაწესრიგებელი, კარგ იურისტს მივმართავთ, სახლის მოწყობისას - დიზაინერს, ავადმყოფობისას - რჩეულ ექიმს, მანქანის გასამართად - საუკეთესო ხელოსანს და ა.შ. მით უფრო, სული უნდა ვანდოთ ისეთ პიროვნებას, ვისაც ყოველკვირეული გამოცდილება აქვს ტაძარში სიარულისა, ჰყავს მოძღვარი, აბარებს აღსარებას.

არაფრით არ შეიძლება შერჩევა მატერიალური ნიშნით, "დავიმოყვრებ და შვილს ფინანსურად არ გაუჭირდება", "მიხედავს", "ოქროს ჯვარს აჩუქებს", "კარგი ნათლია" ეყოლება. სადაც მიწიერი ცნობიერება ერთვება, იქ სულიერი ღირებულებები კვდება. ეცადეთ, ისეთი ნათლია დაუყენოთ ბავშვს, რომელიც ქრისტიანულად აღზრდაში შეეწევა ოჯახს. ნათლიამ ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს, რომ ფულზე მნიშვნელოვანი სულიერი ცხოვრებაა. შეიძლება ჩვენგან ოქროებს მოელიან (ეს მიწიერი ხედვაა), მაგრამ ჩვენ გული რასაც გვთხოვს, ის უნდა გავცეთ.

ოქროს და ბრილიანტის ჯვარი საერთოდ არ არის სავალდებულო, უფალმა ხის ჯვარი იტვირთა და მით გამოიხსნა კაცობრიობა. მასალა გადამწყვეტი რომ ყოფილიყო, საუკეთესო ბრილიანტს აირჩევდა ქრისტე. სულიერ ხედვას განაპირობებს ქრისტიანული ცხოვრება, ხოლო ხარჯებზე ფიქრი მიწიერი საზომია. ქრისტიანი ფინანსების გამო ნათლობაზე თავს არ შეიკავებს, უფრო სულიერი პასუხისმგებლობა თუ გვაიძულებს უარის თქმას.

- რა მოვალეობა აკისრია ნათლიას?

- სულიერი მშობლობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, ხორციელ ნათესაობას უტოლდება. ნათლულზე ისე უნდა ვფიქრობდეთ, როგორც საკუთარ შვილზე. მისი განცდა, ტკივილი, მწუხარება, სიხარული ერთნაირად უნდა გავიზიაროთ. თუ ვიცი, რომ კვარტალში ერთხელ ვნახავ ნათლულს და ვერაფრით დავეხმარები, უმჯობესია, უარი ვთქვა, ვიდრე ტაძარში აღთქმა დავდო აღმზრდელობითი და სიტყვა არ შევასრულო. შეუსრულებელი სიტყვისთვის ადამიანი ისჯება ღვთისგან. იმდენი სული უნდა ვიტვირთოთ, რამდენზეც შევძლებთ პასუხისგებას. კარგად უნდა ვერკვეოდეთ სახარების სწავლებაში, ვიცოდეთ მრწამსის მნიშვნელობა და თან გარანტი უნდა ვიყოთ ნათლულის ქრისტიანულ ცხოვრებაზე. ჩვილი მშობლებისა და ნათლიის სარწმუნოებით ინათლება, რადგან მას არჩევანის უფლება არა აქვს.

თუ პატარას ვნათლავთ, აქ ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ თუ მშობლები მორწმუნენი არ არიან, მაშინ ჩვენ მოგვიწევს მისი წაყვანა ტაძარში, რომ ეზიაროს. სამწუხაროდ, არსებობენ მონათლული "ათეისტებიც", რომელთაც ეკლესიის სწამთ, მაგრამ არა მღვდლის. არადა, სწორედ იმ მღვდლის ხელით მოინათლა, რომლისაც არ სწამს, კატეხიზაცია კი ხელს უწყობს ადამიანს, ნათლიის მეშვეობით გაეცნოს სარწმუნოებრივ ანბანს, თუმცა უკუღმა ხდება დღეს, ნათლულისგან უფრო ხშირად ნათლიები სწავლობენ ქრისტეზე.  

იხილეთ სრულად: mshoblebi.ge
კომენტარები (9)
ზურა
რამდენი წლის შეიძლება იყოს ნათლია
ნინო
რა შუაშია ბევრი ოქროს ჯვარი?ან რა საჭიროა ოქროს ჯვარი?
პირველი კომენტარის ავტორს......
თვითონ ყოფილხარ "მიწიერი და მეშჩანი"-ეს დასკვნა გავაკეთე თქვენზე-პირველი კომენტარის ავტორო...
ია
ვინც ანგარების მიზნით აკეთებს რაიმეს,ყველას ხელი მოეცარება!
მარინა
კომენტარის დამცერსვპასუხობ იმდენ ზიზგსაპრკვევ,მესცანსეზახი,რატომ მონატლე?გეტკვაუარი.კველამ სულსი ცავიხედოტ,მგვდლებმაც,ვიკცევიტ კრისტიანულად?ტუ კველა მესცანი ვარტ.?პულს დაეხარბა კველა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
7 მიზეზი, უთხრა ვაჟიშვილს მადლობა
12:32 / 15-11-2017
ამქვეყნად რომ არ გაჩენილიყავი, სულ სხვა ცხოვრება მექნებოდა. სამსახური, უაზრო ჭორები, სხვების საუბრები, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლები... რადგან ადრე საკუთარ თავზე ვიყავი შეყვარებული, ახლა კი შენზე ამომდის მზე.
კომაროვსკი ამოსახველებელი საშუალებების ბავშვებისთვის მიცემის წინააღმდეგია! ის 4 მიზეზს ასახელებს
11:25 / 09-11-2017
ბავშვის ჯანმრთელობა მშობლებისთვის უმთავრესია, მაგრამ ხდება ისეც, რომ როდესაც პატარა გაციებულია, დახმარების მცდელობისას პირიქით, ვნებენ მის ჯანმრთელობას. ამაში დარწმუნებულია ცნობილი უკრაინელი ექიმი-პედიატრი კომაროვსკი.
რას ამბობს 17 წლის დედა, რომელსაც ყველა აბორტის გაკეთებას ურჩევდა
11:24 / 08-11-2017
ეს გოგონა მე-17 დაბადების დღის აღნიშვნას საყვარელი ფილმების ყურებით და წიგნების კითხვით აპირებდა.
ამას არავინ გააკეთებს შენ ნაცვლად: 21 რამ, რისი მოყოლაც უნდა მოასწრო ქალიშვილისთვის
13:18 / 07-11-2017
დედობა - დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ამასთან, ძალიან მძიმე შრომაც. მნიშვნელოვანია, შვილს სათანადო სიტყვებით აუხსნა, რომ სამყარო არც ისე მარტივი და მშვენიერია, როგორც ამას ზღაპრებში წერენ.
ბავშვის აღზრდის ტიბეტური მეთოდი
13:56 / 06-11-2017
სასარგებლო რჩევები, რომლებიც ეხმარება სრულფასოვანი და თვითკმარი პიროვნების აღზრდაში, რომელიც პატივს სცემს მშობლებს. ბევრი რამ გვაქვს სასწავლი ამ ბრძენი ხალხისგან.
"ქალი შეიძლება ორი მამაკაცისგან ერთდროულად დაორსულდეს და ტყუპი გააჩინოს" - ქართველი გინეკოლოგები ამ მოვლენას დასაშვებად მიიჩნევენ
12:59 / 04-11-2017
31 წლის ჯესიკა ალენი ჩინელი უშვილო წყვილისთვის სუროგატ დედობას აპირებდა და ქმრისგან, უორდელ ჯასპერიგანაც დაფეხმძიმდა.
მას ბავშვის ძუძუთი დიდხანს კვებაში ადანაშაულებდნენ... კამათის ნაცვლად, ქალმა ეს ფოტო გამოაქვეყნა!
11:43 / 02-11-2017
ხშირად, ახალგაზრდა დედებს ნათესავები და მეგობრები მოსვენებას არ აძლევენ: ყველა ცდილობს, რჩევა მისცეს, თუ როგორ მოუაროს და აღზარდოს ბავშვი. ეშლი ჩეიზიც არ წარმოადგენს გამონაკლისს. ეს ამერიკელი დედა დაიღალა მისი მისამართით გამოთქმული მუდმივი შენიშვნებით.
ამ პატარებმა ცხოვრებაში პირველად გასინჯეს სხვადასხვა პროდუქტი. მათი რეაქცია ენითაუწერელია! (+ვიდეო)
11:57 / 01-11-2017
ალბათ, ყველა ჩვენგანს აქვს ბავშვობის მოგონება, რომელიც საჭმელს უკავშირდება. ვიღაცას მთელი ცხოვრება დაამახსოვრდა, როგორ გასინჯა პირველად მჟავე კიტრი, ვიღაცას ახლაც კოშმარად ესიზმრება, რომ ჭამს მწარე წიწაკას. ყველა ჩვენგანი განსხვავებულია და თავისებურად აღიქვამს გარემოს.
"მე შენ დაგაბრუნებ, დედა... ისე, როგორც გეკადრება" - მონატრებული ვაჟის წერილი ემიგრანტ დედას
15:48 / 31-10-2017
მსახიობი და პოეტი ნიკა ფაიქრიძე, რომლის წერილმაც შვილისადმი ჩვენს საიტზე დიდი მოწონება დაიმსახურა, mshoblebi.ge-ს თხოვნით, პროზაშიც ცდის ძალებს.
"ვიცი, მოგბეზრდება ზღაპრები და გადაშლი წიგნს, რომელსაც ცხოვრება ჰქვია" - ქართველი მამის ყველაზე ემოციური წერილი შვილს
14:43 / 28-10-2017
მსახიობი და პოეტი ნიკა ფაიქრიძე უკვე ბევრისთვის არის ცნობილი. თუმცა როგორც მამა, ამჯერად ისე წარდგება საზოგადოების წინაშე. ნიკამ წერილი მიუძღვნა თავის პატარა თომას, რომელიც ნამდვილად თბილი, გულწრფელი და ძალიან ემოციურია.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30