30 მოპსი ერთად, მართალია, ძალიან საყვარელია, მაგრამ ამავდროულად - ძალიან ძვირი სიამოვნებაც.
პატრონი მათ შესანახად 20 000 ფუნტს ხარჯავს წელიწადში. ძაღლების საახალწლო ჩაცმულობა კი დამატებით ათასი ფუნტი დაუჯდა.
იმისთვის, რომ 30 ძაღლის მოსავლელი ფული ეშოვა, ბრიტანელმა ბეკა დრეიკმა კოსმეტოლოგის სამსახურზე უარი თქვა და თავისი დიზაინერული ჩანთებისა და სამკაულის მთელი კოლექცია გაყიდა.
მას ძაღლები უკვე 10 წელია ჰყავს. საერთო ჯამში, ბეკამ მოპსების მოვლაში 130 000 ფუნტი დახარჯა.