არა მარტო ძაღლს, არამედ კატასაც უყვარს ადამიანის საკვები. ის ძალიან ცნობისმოყვარე არსებაა - აინტერესებს ყველაფერი, რაც მის გარშემო ხდება.
კატას აქვს ძალიან მგრძნობიარე კუჭი. ამიტომ ბევრი პროდუქტი, რაც ადამიანისთვის სასარგებლოა, მისთვის შეიძლება მოწამვლის მიზეზი გახდეს.
შოკოლადი
შოკოლადი შეიცავს კოფეინსა და თეობრომს. ორივე მათგანი კატისთვის მომწამვლელი ნივთიერებაა. შოკოლადის მიღებიდან რამდენიმე წუთში კატას ეწყება გულისრევა და დიარეა. ამ პროდუქტმა შესაძლოა გამოიწვიოს გულისა და ნერვიული სისტემის პრობლემებიც.
ქსილიტი
ქსილიტს იყენებენ საკონდიტრო ნაწარმის დასამზადებლად. ის ასრულებს შაქრის მაგივრობას. ეს ნივთიერება დიდი რაოდენობითაა კანფეტებში, სხვადასხვა ცომეულ ნაწარმში, კბილის პასტებში, საღეჭ რეზინაში. მოარიდეთ თქვენს ბინადარს მსგავსი საკვები, რადგან ამ ნივთიერების მიღებისგან შეიძლება ცხოველს თირკმელების უკმარისობა განუვითარდეს.
ყურძენი და ქიშმიში
ყურძენი და ქიშმიში კატისთვის მომწამვლელი პროდუქტებია, მისმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს გულისრევა, დიარეა და თირკმელების დაზიანება. გაგრძელება