გაიცანით უპატრონო ძაღლი, სახელად ტუა ფულა, რომელიც სხვა ცხოველებისგან გამოირჩევა, როგორც ყველაზე ზრდილობიანი ძაღლი.
იგი ყოველდღე საჩუქრით მიდის ქალთან, რომელიც მას კვებავს.
"ტუა ყოველდღე ჩემს კართან სხვადასხვა საჩუქრით მხვდება. მას ფოთოლი ან ქაღალდის ნაგლეჯი მოაქვს. სანამ სხვა უპატრონო ძაღლებს დავაპურებ, პირველად ტუასა და დედამისს ვუმასპინძლდები", - ამბობს ტაილანდში მცხოვრები ქალი ორავან ქეივანა.
ძაღლი საკვების ნაცვლად კეთილ ადამიანს ასაჩუქრებს. ორვანმა "ზრდილობიანი" ცხოველის ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელა, რასაც არაერთი მოწონება და მრავალი კომენტარი მოჰყვა.
ქალი იმედოვნებს, რომ მალე ტულასა და მის მშობელს მზრუნველი პატრონები გამოუჩნდებათ. გაგრძელება + ფოტოები
შეიძლება დაგაინტერესოთ: კატა, რომელმაც 4 წლის აუტისტი ბიჭუნა სიკვდილისგან იხსნა