შინაური ცხოველები დიდ ადგილს იკავებენ მოსიყვარულე პატრონის ცხოვრებაში, ზოგჯერ ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ უდიდეს სიამოვნებას ვიღებთ მათ გარემოცვაში.
ოთხფეხა მეგობრები უანგარო სიყვარულს გვიზიარებენ და ისინი ბედნიერად გრძნობენ თავს იმ დროს, როცა ოჯახის წევრების გარემოცვაში არიან. ცხოველებისგან მიღებული ის სითბო, რითიც ჩვენი დილა იწყება, ყველა ადამიანმა უნდა დააფასოს და გაუფრთხილდეს.პატრონისთვის ყოველი დილა საკუთარ ბინადართან შეხვედრით, მოფერებით, ჩახუტებით და კუდის ქიცინით იწყება და ეს ვიდეოც ამის დასტურია.