შინაური ცხოველები ადამიანის ის მეგობრები არიან, რომლებსაც უპირობო სიყვარული შეუძლიათ.
ამ სიყვარულისთვის მადლობის გადახდა ადამიანებს მათზე ზრუნვით, კარგი მოვლითა და კვებით შეუძლიათ. ხარისხიან საკვებს შინაური ცხოველების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დიდი როლი აქვს. ამიტომ ვეტერინარები ძაღლებისა თუ კატების პატრონებს ყოველთვის ურჩევენ, რომ აქცენტი მათ სწორ კვებაზე გააკეთონ და სუპერპრემიუმ ხარისხის საკვები გამოიყენონ.
საქართველოში ძაღლებისა და კატების საკვების რამდენიმე ბრენდია ხელმისაწვდომი. მათ შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ”ედვანსი”, რომელიც ამჟამად ონლაინმაღაზია zooclub.ge-სა და მაღაზიათა ქსელ "ზოომარტში" განსაკუთრებული ფასდაკლებით იყიდება.
აღნიშნული ფასდაკლება კიდევ ერთი, მაგრამ არა ერთადერთი, კარგი მიზეზია, რომ თქვენი ცხოველები ”ედვანსის” გემრიელობებით გაანებივროთ, თუ ამას უკვე არ აკეთებთ. აქვე, გთავაზობთ 5 მიზეზს, თუ რატომ უნდა შეიძინოთ საქართველოში N1 ბრენდი ძაღლის და კატის საკვების სუპერპრემიუმ კატეგორიაში.
• პროდუქცია უმაღლესი ხარისხითა და ხორცის მაღალი შემცველობითაა გამორჩეული. ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების იდეალურად დაბალანსებული შემადგენლობა ცხოველის ძვალსახსროვანი და კუნთოვანი სისტემების სწორი განვითარებისთვის გადამწყვეტ როლს თამაშობს.
• შინაურ ცხოველებს ისევე სჭირდებათ ვიტამინები და მინერალები, როგორც ადამიანებს. ”ედვანსის” საკვები სწორედ
ვიტამინებისა და მინერალების მაღალი შემცველობით გამოირჩევა.
• ”ედვანსის” კიდევ ერთი უპირატესობა მისი ბაზარზე სტაბილურობაა. ის მუდმივად იყიდება ”ზოომარტის” მაღაზიების ქსელისა და ”zooclub.ge_ს” ონლაინმაღაზიის მეშვეობით. შინაური ცხოველების მფლობელები, რომლებიც ონლაინ ყიდულობენ მათ საკვებს, მას ძალიან მარტივად და ხშირად უფასოდაც კი იღებენ სასურველ ადგილას. მათ აღარ უწევთ ძაღლისა და კატის საკვების ტომრებით შორ გზაზე სიარული. უმოკლეს, თქვენთან შეთანხმებულ ვადაში მას ”zooclub.ge_ს” კურიერი მოგართმევთ. 30 ლარის ზემოთ შენაძენზე კი მიტანის სერვისი უფასოა.
• აქციის ფარგლებში სუპერპრემიუმ კლასის საკვების ყიდვა შესაძლებელი იქნება პრემიუმსაკვების ფასად.
• პროდუქციის ხარისხი მუდმივად კონტროლდება. ამას კი მწარმოებლისა და მომწოდებლის სანდოობა უზრუნველყოფს.
თქვენი შინაური ცხოველი რომ განსაკუთრებულ კვებას იმსახურებს, ამაში საორჭოფო არაფერია. სუპერპრემიუმ კლასის საკვებში კი ”ედვანსის” უპირატესობებიც ცალსახაა. ამიტომ გადმოდი ”ედვანსზე”.
R