რატომ ყოფენ ძაღლები მოძრავი ავტომობილის ფანჯრიდან თავს
რატომ ყოფენ ძაღლები მოძრავი ავტომობილის ფანჯრიდან თავს
ინტერნეტში მრავალ სასაცილო ფოტოსურათს ვაწყდებით, რომლებზეც მოძრავი ავტომობილის ფანჯრიდან თავგამოყოფილი ძაღლებია გამოსახული: ქარი ცხოველს ბეწვს უფრიალებს, დრუნჩზე კი ნეტარება აქვს გამოსახული.

ძაღლებს ავტომობილის ფანჯრიდან თავის გამოყოფა აშკარად მოსწონთ. რა არის ამის მიზეზი?

მიზეზი - სუნია. ძაღლები ყველაფერში ყნოსვას ენდობიან, რადგან მათი მხედველობა მოიკოჭლებს.

სამაგიეროდ, გასაოცარი ყნოსვა აქვთ. ადამიანის ყნოსვის მემბრანებს
5 მილიონი რეცეპტორი, ანუ "სუნის უჯრედი" აქვს. ძაღლების ყნოსვის მემბრანებს კი - 225 მილიონი რეცეპტორი.

ყნოსვის მემბრანაზე ჰაერის მოძრაობის დროს სუნის მოლეკულები რეცეპტორებზე ილექება და სუნის შეგრძნება ხდება.

ჩქარი მოძრაობის დროს ძაღლის დრუნჩზე დაბერილი ქარი ცხოველის ტვინს უამრავ, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ინფორმაციას აწვდის და ძაღლებს ავტომობილის ფანჯრიდან თავის გამოყოფა სწორედ იმიტომ უყვართ, რომ გარე სამყაროზე წარმოდგენა შეიქმნან და ამასთან, ახალი შთაბეჭდილებები მიიღონ.

ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)
კომენტარები (1)
ბუღა
შეუბერეთ და ნახავთ.
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
 გადმოდი ”ედვანსზე” - ძაღლის და კატის სუპერპრემიუმ კლასის საკვებზე დიდი ფასდაკლება დაიწყო
16:46 / 15-09-2017
შინაური ცხოველები ადამიანის ის მეგობრები არიან, რომლებსაც უპირობო სიყვარული შეუძლიათ.
რა ბედი ეწიათ ბორჯომის ტყეში მობინადრე ცხოველებს
14:39 / 23-08-2017
უკვე მეოთხე დღეა, ბორჯომის ხეობის ბიომრავალფეროვნებას ხანძარი ანადგურებს, რომლის ლიკვიდაციასაც მეხანძრე-მაშველები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.
"რა ხდება?"- ცნობისმოყვარე ცხოველების სასაცილო ფოტოები
18:56 / 06-05-2017
ვისაც სახლში შინაური ცხოველი ჰყავს, ყველამ კარგად იცის, თუ რამდენად ცნობისმოყვარე არსებები არიან ისინი.
როგორია ძაღლის პატრონის ყოველი დილა? (+ვიდეო)
19:03 / 25-04-2017
შინაური ცხოველები დიდ ადგილს იკავებენ მოსიყვარულე პატრონის ცხოვრებაში, ზოგჯერ ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ უდიდეს სიამოვნებას ვიღებთ მათ გარემოცვაში.
უპატრონო ძაღლი ყოველთვის საჩუქრით მიდის ქალთან, რომელიც მას კვებავს
15:31 / 12-04-2017
გაიცანით უპატრონო ძაღლი, სახელად ტუა ფულა, რომელიც სხვა ცხოველებისგან გამოირჩევა, როგორც ყველაზე ზრდილობიანი ძაღლი.
ეს 6 საკვები პროდუქტი არასოდეს მისცეთ თქვენს კატას
14:50 / 07-04-2017
არა მარტო ძაღლს, არამედ კატასაც უყვარს ადამიანის საკვები. ის ძალიან ცნობისმოყვარე არსებაა - აინტერესებს ყველაფერი, რაც მის გარშემო ხდება.
 ამ მოპსებს გაუმართლათ! პატრონი  მათზე დიდძალ ქონებას ხარჯავს
13:25 / 27-03-2017
30 მოპსი ერთად, მართალია, ძალიან საყვარელია, მაგრამ ამავდროულად - ძალიან ძვირი სიამოვნებაც.
ცნობილი ადამიანების ოთხფეხა მეგობრები
17:35 / 20-10-2016
არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ იმისთვის, რომ პოპულარულები გახდნენ. ზოგთან კი ისე ხდება, რომ თავად პოპულარობა მოდის და რამდენადაც უცნაურად არუნდა ჟღერდეს, ამ "ზოგს" შორის ხშირად ცხოველებსაც ვხვდებით.
რითი ჰგვანან მსოფლიოს ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცები კატებს?
16:40 / 26-05-2014
ცხოველები პატრონებს ემსგავსებიანო - ალბათ, გსმენიათ და გინახავთ კიდეც, ქუჩაში მოსეირნე ოთხფეხა და თავისი პატრონი მართლაც რაღაცით როგორ ჰგვანან ერთმანეთს.
კატა, რომელმაც 4 წლის აუტისტი ბიჭუნა სიკვდილისგან იხსნა
12:30 / 16-05-2014
ინტერნეტსივრცე მოიცვა ვიდეომ, რომელშიც ჩანს, როგორ დაესხა ეზოში ველოსიპედით მოსეირნე ბავშვს ავი ძაღლი.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31