"ფუმფულა" სენსაცია: დიდ ბრიტანეთში ყველაზე პატარა ძაღლი გაჩნდა
"ფუმფულა" სენსაცია: დიდ ბრიტანეთში ყველაზე პატარა ძაღლი გაჩნდა
როგორც აღმოჩნდა, ნამცეცები არა მარტო ზღაპრებში გვხვდება, არამედ ცხოვრებაშიც, უფრო სწორად - ოთხფეხა არსებებს შორის. ახლახან The Daily Mail-ის ფურცლებზე გამოჩენილი ნამცეცა ძაღლი ნამდვილ სენსაციად იქცა.

მინიატურული "მინი", რომელიც იორკშირის ტერიერისა და ჩიხუახუას ნაჯვარია, იმდენად პატარაა, რომ თავისუფლად ეტევა iphone-ის ზედაპირზე. ახალშობილი ლეკვი 30 გრამს იწონის და ის დიდი ბრიტანეთის ყველაზე პატარა ძაღლად ითვლება.

ის-ის იყო, მინი ქვეყანას მოევლინა, რომ მაშინვე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება: ლეკვის ფოტო, რომელსაც iphone-ზე სძინავს, კვირის ინტერნეტსენსაციად იქცა და მას თაყვანისმცემლების ჯარიც გამოუჩნდა. მინი თავის და-ძმასთან შედარებით სამჯერ პატარაა და შეუძლია მშვიდად და კომფორტულად ეძინოს ფაიფურის ჩაის ფინჯანში.

ჯიბის ძაღლის 29 წლის პატრონმა, ემა უილიამსმა, უსუსური ნაშიერისთვის კვების სპეციალური რეჟიმი გამოიგონა.

იმისთვის, რომ ძაღლმა წონაში მოიმატოს, ემა საყვარელ ცხოველს, დედის რძის გარდა, სპეციალურ დამატებასაც აძლევს. "როგორც თოთო ბავშვს, ისე ვუვლი", - ამბობს უილიამსი. იმისათვის, რომ კვების დრო არ გამოეპაროს, ემას ლეკვებთან სძინავს. მზრუნველ პატრონს იმედი აქვს, რომ მინი მალე მოკაჟდება და წონაშიც მოიმატებს.

როგორც ჩანს, ემა
You must have Flash Player installed in order to see this player.
წარმატების გზას ადგა - ერთ კვირაში მინიმ უკვე 56 გრამს მიაღწია, მაგრამ იდეალამდე ჯერ შორსაა: ამ ჯიშის ლეკვის საშუალო წონა 113 გრამია, ხოლო უკვე მოზრდილი ტერიერის ლეკვი 6,8 კილოგრამამდე აღწევს. საინტერესო ის არის, რომ პატარას უნიკალურობა მაშინვე ვერ შენიშნეს.

"მინი მეორე ლეკვი იყო, რომელიც დაიბადა და ამიტომაც თავდაპირველად ვიფიქრე, რომ ის სრულიად ნორმალური სიდიდის იყო - უბრალოდ, პირველი იყო ძალიან დიდი. მაგრამ როდესაც შემდეგი ლეკვებიც გაჩნდნენ, აშკარა გახდა, რამდენად ნამცეცა იყო მინი. დაუჯერებელი იყო, დანარჩენი ლეკვები მასზე სამჯერ დიდები იყვნენ".

პატრონისთვის მინი ნამდვილ სიურპრიზად იქცა, ახალშობილის მშობლები - ბელა და ბოდი ხომ სულაც არ არიან პატარები თავისი ჯიშისთვის. ვეტერინარების პროგნოზით, მინის წონა ზრდასრულ ასაკში 450 გრამს არ ასცდება და ის ბრიტანეთის ყველაზე პატარა ძაღლის წოდებას დაიმსახურებს.
კომენტარები (1)
ნელი
მაგარია, დადეთ გადიდებული ფოტოები თუ არსებობს
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
"რა ხდება?"- ცნობისმოყვარე ცხოველების სასაცილო ფოტოები
18:56 / 06-05-2017
ვისაც სახლში შინაური ცხოველი ჰყავს, ყველამ კარგად იცის, თუ რამდენად ცნობისმოყვარე არსებები არიან ისინი.
როგორია ძაღლის პატრონის ყოველი დილა? (+ვიდეო)
19:03 / 25-04-2017
შინაური ცხოველები დიდ ადგილს იკავებენ მოსიყვარულე პატრონის ცხოვრებაში, ზოგჯერ ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ უდიდეს სიამოვნებას ვიღებთ მათ გარემოცვაში.
უპატრონო ძაღლი ყოველთვის საჩუქრით მიდის ქალთან, რომელიც მას კვებავს
15:31 / 12-04-2017
გაიცანით უპატრონო ძაღლი, სახელად ტუა ფულა, რომელიც სხვა ცხოველებისგან გამოირჩევა, როგორც ყველაზე ზრდილობიანი ძაღლი.
ეს 6 საკვები პროდუქტი არასოდეს მისცეთ თქვენს კატას
14:50 / 07-04-2017
არა მარტო ძაღლს, არამედ კატასაც უყვარს ადამიანის საკვები. ის ძალიან ცნობისმოყვარე არსებაა - აინტერესებს ყველაფერი, რაც მის გარშემო ხდება.
 ამ მოპსებს გაუმართლათ! პატრონი  მათზე დიდძალ ქონებას ხარჯავს
13:25 / 27-03-2017
30 მოპსი ერთად, მართალია, ძალიან საყვარელია, მაგრამ ამავდროულად - ძალიან ძვირი სიამოვნებაც.
ცნობილი ადამიანების ოთხფეხა მეგობრები
17:35 / 20-10-2016
არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ იმისთვის, რომ პოპულარულები გახდნენ. ზოგთან კი ისე ხდება, რომ თავად პოპულარობა მოდის და რამდენადაც უცნაურად არუნდა ჟღერდეს, ამ "ზოგს" შორის ხშირად ცხოველებსაც ვხვდებით.
რითი ჰგვანან მსოფლიოს ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცები კატებს?
16:40 / 26-05-2014
ცხოველები პატრონებს ემსგავსებიანო - ალბათ, გსმენიათ და გინახავთ კიდეც, ქუჩაში მოსეირნე ოთხფეხა და თავისი პატრონი მართლაც რაღაცით როგორ ჰგვანან ერთმანეთს.
კატა, რომელმაც 4 წლის აუტისტი ბიჭუნა სიკვდილისგან იხსნა
12:30 / 16-05-2014
ინტერნეტსივრცე მოიცვა ვიდეომ, რომელშიც ჩანს, როგორ დაესხა ეზოში ველოსიპედით მოსეირნე ბავშვს ავი ძაღლი.
საჭირო მომენტში გადაღებული ფოტოები (+ფოტო)
11:00 / 31-08-2013
ხშირად, დაუგეგმავად და მოულოდნელად, მოყვარული თუ პროფესიონალი ფოტოგრაფები ისეთ მომენტს იჭერენ ობიექტივით, რომ ძალიან სიმბოლური და სახალისო კადრები გამოდის.
მაღალი მოდა ძაღლებისთვის 600 დოლარად
15:20 / 04-02-2013
პარიზში დასრულდა მაღალი მოდის ჩვენება, ახლა კი ესტაფეტას ნიუ-იორკი იღებს. ამერიკაში გამოვიდა უცნაური ფოტოალბომი, რომელიც ეძღვნება ყველაზე უცნაურ Haute couture-ს... ძაღლებისთვის.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31