ინტერნეტსივრცე მოიცვა ვიდეომ, რომელშიც ჩანს, როგორ დაესხა ეზოში ველოსიპედით მოსეირნე ბავშვს ავი ძაღლი.
4 წლის აუტისტი ბიჭუნას მშობლები შინ არ იმყოფებოდნენ. ბავშვი სახლთან ახლოს ველოსიპედით სეირნობდა, რომ ამ დროს უზარმაზარი, ავი ძაღლი დაესხა თავს, კბილებით ფეხში წვდა და
ასე მიათრევდა... უცებ საიდანღაც გაჩნდა ოჯახის კატა და ძაღლი სასწაულებრივად მოიგერია.
ძაღლის მიერ ჩადენილი ბევრი გმირობა გვინახავს, თუმცა კატის ასეთი საქციელი მართლაც უჩვეულოა და ძალიან გულისამაჩუყებელი.