დღეს ბაზარზე უამრავი სახეობის სარეცხი ფხვნილი არსებობს. მაგრამ ყველას არ არის მათგან ხარისხიანი: ზოგს ვერ ამოყავს ლაქები, სხა კი თეთრ ქსოვილს რუხი ფერისას ხდის...
იმისათვის, რომ შეამოწმოთ სარეცხი ფხვნილის ხარისხი, ცოტაოდენი ფხვნილი გახსენით ერთ ჭიქა წყალში და ჩააგდეთ მასში მოხარშული ქათმის კვერცხის ცილის პატარა ნაჭერი. თუ ერთი დღის შემდეგ ცილა უვნებელი დაგხვდებათ - ეს ფხვნილი უვარგისია. მაგრამ თუ ცილა დარბილდა და წყალში გახსნაც დაიწყო - ამ სარეცხის ფხვნილით შეგიძლიათ მუქი ქსოვილების და ოდნავ დასვრილი ტანსაცმლის გარეცხვა. ხოლო თუკი კვერცხის ცილა სრულიად გაიხსნა ფხვნილიან წყალში, თამამად გარეცხეთ ამ ფხვნილით ძალიან დასვრილი სამოსიც!
არსებობს მეორე მეთოდიც:
აიღეთ ჭიქა, გაავსეთ ნახევრად წყლით და ჩაყარეთ ცოტაოდენი ფხვნილი, დაუმატეთ 3 წვეთი ბრილიანტის მწვანე, შეანჯღრიეთ და დააკვირდით, რა ფერის გახდა ჭიქაში წყალი.
თუ ჭიქაში ბრილიანტის მწვანე გაუფერულდება, ესე იგი, ფხვნილი ხარისხიანია, ხოლო თუ წყალი გამწვანდა - ფხვნილი უვარგისია.
ასევე იხილეთ:
დაუბრუნე პირველადი სითეთრე ნივთებს - გაქათქათების 5 ეფექტური და მარტივი წესი