ბავშვის ზეთი იმ ოჯახშიც უნდა იყოს, სადაც ბავშვები ჯერ არ დაბადებულან, ან უკვე გაიზარდნენ, რადგან მისი გამოყენება სხვადასხვა დროს და სხვადასხვა დანიშნულებით შეიძლება.
მაგალითად, როგორც კოსმეტიკური საშუალება, ან დაგეხმარებათ შესიებული თითიდან ბეჭდის მოხსნაში. ახლა კი რამდენიმე რჩევა ბავშვის ზეთის უჩვეულო გამოყენებაზე:
1. თუ ქუსლები გისკდებათ და გაუხეშებული გაქვთ -ძილის წინ ქუსლები ბავშვის ზეთით დაიმუშავეთ, წინდები ამოიცვით და დაიძინეთ. დილით ნაზი და და პრიალა კანი გექნებათ.
2. თუ ხელებზე საღებავი შეგახმათ, ბავშვის ზეთში დასველებელი ბამბის ტამპონით მას მარტივად მოიშორებთ.
3. თუ წვრილი ძეწკვები ერთმანეთში აგეხლართათ, ბავშვის ზეთით დაამუშავეთ და ადვილად გააცალკევებთ.
4. ფეხების დასაცავად, პარსვის შემდეგ გელის ნაცვლად, ბავშვის ზეთი გამოიყენეთ.
5. თუ სხეულიდან გადასაყვანი ტატუს ან პლასტირის უმტკივნეულო მოშორება გსურთ, გამოიყენეთ ბავშვის ზეთი. პროცესი სწრაფად და უმტკივნეულოდ ჩაივლის.
6. თუ შესიებული თითებიდან ბეჭდის მოხსნა გიჭირთ, მის მოხსნაში რამდენიმე წვეთი ბავშვის ზეთი დაგეხმარებათ.
7. მაკიაჟი შეგიძლიათ ბავშვის ზეთში დასველებული ტამპონით მოიშოროთ.
8. ყურში დაგროვილი გოგირდისგან მარტივად გათავისუფლდებით, თუ ყურის გაწმენდის პროცედურამდე ყურში რამდენიმე წვეთ ბავშვის ზეთს ჩაისხამთ.
9. მაკიაჟის ფუნჯები რომ არ გაუხეშდეს, გარეცხვის შემდეგ ბავშვის ზეთით დაამუშავეთ. ისინი ფუმფულა და ელასტიკური გახდება.
10. თუ გსურთ, შხაპის მიღების შემდეგ კანი ელასტიკური და დატენიანებული გქონდეთ, შხაპის გელში რამდენიმე წვეთი ბავშვის ზეთი გახსენით და ტანი ისე დაიბანეთ.