ყველა კარგი დიასახლისი ოცნებობს, რომ მისი სამზარეულო იდეალური იყოს და სისუფთავისგან ბრწყინავდეს. ამიტომაც ყველაზე ხშირად სხვადასხვა ზედაპირის გაწმენდისას ძვირად ღირებულ და აგრესიულ საშუალებებს იყენებენ.
ზოგიერთ შემთხვევაში ისინი თავს ართმევენ დაკისრებულ სამუშაოს, თუმცა ნაყიდ საშუალებებს უარყოფითი მხარეებიც აქვს. მაგალითად, ქიმიური საშუალებებით ყოველთვის ვერ ვახერხებთ, ბრწყინვალებამდე მივიყვანოთ სამზარეულოს ზედაპირები.
ამიტომაც გთავაზობთ მარტივ, იაფ და უსაფრთხო მეთოდს, რომელიც ნაცადია და ნამდვილად მუშაობს.
როგორ გავაპრიალოთ უჟანგავი ზედაპირი ისე, რომ ახალივით ბზინავდეს
დაგჭირდებათ:
სოდა;
1/4 პურის ფქვილი;
სამზარეულოს პირსახოცი;
ქაღალდის ხელსახოცი ან რბილი ჩვარი.
პროცედურა:
1. კარგად გარეცხეთ ნიჟარა სოდისა და წყლის მეშვეობით. ასევე, ნიჟარას კარგად ასუფთავებს წყლისა და ძმრის ხსნარი.
2. შემდეგ აუცილებლად გააშრეთ ნიჟარა! გაამშრალეთ ის სუფთა სამზარეულოს პირსახოცით. არავითარ შემთხვევაში არ გამოტოვოთ ეს ნაბიჯი.
3. მოაყარეთ ნიჟარის ზედაპირს პურის ფქვილი. უცნაურად ჟღერს, მაგრამ შედეგს დაელოდეთ!
4. აიღეთ ქაღალდის ხელსახოცი ან რბილი ჩვარი და კარგად გაწმინდეთ. პროცედურა წრიული მოძრაობებით შეასრულეთ.
5. გაიმეორეთ პროცედურა, შემდეგ კი მოაშორეთ ფქვილის ნარჩენები ჩვრის მეშვეობით. მზად არის!
შეასრულეთ ეს ტრიუკი თვეში ერთხელ, რათა თქვენი ნიჟარა მუდამ ახალივით ბრწყინავდეს.