მეტალის ღრუბელი სამზარეულოს აუცილებელი ატრიბუტია. არაფერია მასზე უკეთესი, მიმწვარი ქვაბის და ტაფის გასახეხად. არსებობს კიდევ რამდენიმე მეთოდი მისი გამოყენებით, რომელსაც ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდით.
ნიჟარის მილი რომ არ გაიჭედოს
თუ ძაღლს ან კატას აბაზანაში აბანავებთ, აუცილებლად ჩააფინეთ ”ტრაპში” რკინის ღრუბელი. ბეწვები ღრუბელზე დარჩება და მილიც არ გაიჭედება.
დაიცავით სახლი მღრღნელებისგან
ამოავსეთ ხვრელები მეტალის ღრუბლით და დაივიწყეთ თაგვები!
გაასუფთავეთ ავტომობილის დისკები
რთულად მისაწვდომ ადგილებში შეგიძლიათ მეტალის ღრუბელი გამოიყენოთ.
დააძველეთ ხე
იმისთვის, რომ სწრაფად შექმნათ ხეზე დაძველების ეფექტი, მეტალის ღრუბელი გამოიყენეთ:
დაჭერით ღრუბელი და მოათავსეთ ქილაში. დაასხით ძმარი და დადგით 24 სთ. ღრუბელი ძმარში გაიხსნება, ხოლო მიღებული სითხით დაფარეთ ხის ზედაპირი (გამოიყენეთ ფუნჯი). ნაზავს ხე შეიწოვს და შედეგი გაგაოცებთ!
გალესეთ მაკრატელი
უბრალოდ, დაჭერით მეტალის ღრუბელი მაკრატლით და კარგად გაილესება.
მოაცილეთ ჟანგი
ამაში მეტალის ღრუბელი შეუდარებელია.
გათალეთ ფანქრები
ფერადი ფანქრები (პასტელის) შეგიძლიათ რკინის ღრუბლით გათალოთ.
გაასუფთავეთ კედები
კედებს რომ პირვანდელი სახე დაუბრუნოთ, გარეცხეთ მეტალის ღრუბლით.